დეიმონ ვილსონი - ჯანსაღ, ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ლგბტ საზოგადოება ამ დემოკრატიული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს - ვამაყობთ, რომ ამაში ვმონაწილეობთ

მოხარული ვარ, რომ კვლავ ვსტუმრობ საქართველოს, მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი, შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის ერთგულებით დემოკრატიის მიმართ, ევროპული მომავლის მიმართ, - ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეიმონ ვილსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, სურს, სოლიდარობა გამოხატოს ლგბტ საზოგადოების მიმართ და პრაიდს შეუერთდეს.

„საქართველოში მანამდეც ვყოფილვარ, თუმცა როგორც დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი პირველად ვიმყოფები. ვამაყობთ იმით, რომ ვართ საქართველოს დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ხანგრძლივი მხარდამჭერები და ასევე ვართ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, IRI-ის, NDI-ის მხარდამჭერები. ჩვენ ახლა აქ იმიტომ ვიმყოფებით, რადგან გასული წლის 5 ივლისს, დიდი მწუხარებით ვადევნებდი თვალს იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ჟურნალისტის დაღუპვას და პრაიდის გარშემო არსებულ გამოწვევას. ჩვენ აქ ვიმყოფებით პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ყოფნა პრაიდის ჩატარების პერიოდს დაემთხვეს. მსურს, ამაღამ შევუერთდე პრაიდს და სოლიდარობა გამოვხატო ლგბტ საზოგადოების მიმართ. ჯანსაღ, ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ლგბტ საზოგადოება ამ დემოკრატიული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. ასე რომ ვამაყობთ, რომ ამაში ვმონაწილეობთ,“- აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია