თამარ იოსელიანი - უახლოეს მომავალში საქართველო დაასრულებს საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაციის პროცედურებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მეზღვაურთა  სოციალური დაცვის გარანტიებს

ბათუმში მეზღვაურის დღე საზეიმოდ აღინიშნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯმდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

„ჩვენ, როგორც საზღვაო ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული ვალდებულებები გვეკისრება, ხელი შევუწყოთ მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობას და ამ თვალსაზრისით, შევამსუბუქოთ ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის გავლენა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში. ქართველი მეზღვაურები საკუთარი პროფესიონალიზმით, უდრეკი ხასიათით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებით", - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მეზღვაურთა პრობლემებს, წუხილს და ნებისმიერ დროს მზად არის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სრული და მაღალ პროფესიონალური დახმარება გაუწიოს მათ.

თამარ იოსელიანის განცხადებით, საერთაშორისო საზღვაო სივრცეში საგრძნობლად გაზრდილია ქართველ მეზღვაურების მიმართ ნდობა და შესაბამისად მათზე მოთხოვნაც, რაც აისახება კიდეც დასაქმების მაჩვენებლებში.

„სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ხელს მოვაწერთ მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს კანადასთან და კატართან, რაც სახელმწიფოთა რიცხვს, რომელიც თქვენს სამუშაო დიპლომებს აღიარებს, გაზრდის 64-მდე. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ რეფორმებს საზღვაო დარგში - უახლოეს მომავალში საქართველო დაასრულებს საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაციის პროცედურებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენი სოციალური დაცვის გარანტიებს და დაიცავს თქვენი შრომის უფლებებს", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი