თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 2 და 3 ივლისს, სამგორის რაიონში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კონცერტები გაიმართება. მაყურებლის წინაშე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები წარდგებიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ტრადიციულად ხორციელდება თბილისის სხვადასხვა რაიონში და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, მასობრივი სპორტის განვითარება და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია, აგრეთვე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულობის გაზრდა, როგორც მოყვარულთათვის, აგრეთვე პროფესიონალი სპორტსმენებისთვის; ხელმისაწვდომობის გაზრდა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში ჩართულობის თვალსაზრისით; მოქალაქეებისთვის დასვენებისთვის, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნა.
დასწრება თავისუფალია! ღონისძიებები ქვემო სამგორში, გუმათჰესის ქუჩა №10 კორპუსის წინ მდებარე გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ღონისძიების პროგრამას, 2 ივლისს, იმღერებენ: თემურ თათარაშვილი, შვიდკაცა, გოგა მესხი, ქეთი გომართელი, ტატო გოდერძიშვილი, მაია კაჭკაჭიშვილი, რმა სოხაძე, გიორგი წიკლაური, გიორგი კელაპტრიშვილი, მიშო სულუხია, სოფო გელოვანი, The Quintessence, აჩიკო მეფარიძე, თიკა მახალდიანი, მასტერი და ნათია დუმბაძე. ღონისძიებას ეკა ამირეჯიბი წაიყვანს.
რაც შეეხება 3 ივლისს, ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: დუეტი „ჯორჯია“, ქართული ხმები, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, „ფლეში“, გიორგი მეფისაშვილი, დათო ფორჩხიძე, ნინი ქარსელაძე, აჩი ფურცელაძე, ლიკა დოლიძე, კახა კუხიანიძე, გია ნიკოლაძე, ლეონი, მაია ყარყარაშვილი. ღონისძიებას წაიყვანს ნანიკო ხაზარაძე.