დმიტრო კულება - ჯოზეფ ბორელი და მე ვთანხმდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის აუცილებლობაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

„სატელეფონო საუბრის დროს ჯოზეფ ბორელმა და მე განვიხილეთ ის შემდგომი ნაბიჯები რაც უკრაინამ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნამ უნდა გადადგას და განვახორციელეთ პოზიციების კოორდინირება „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ,“- წერს კულება „ტვიტერში“.

მისი თქმით, ორივე თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის დაწესება.

„ჩვენ ორივე ვთანხმდებით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტის დაწესების აუცილებლობაზე და ვმუშაობთ მასზე“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს