კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, 4 ივლისს, 16:00-დან 22:00 საათამდე უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება და მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.

მძღოლები თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით. უნივერსიტეტის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება და დადგენილი სქემით გადაადგილდება.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს