შალვა პაპუაშვილი - ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს - ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშაოს

პლატფორმა არის პარლამენტი, თემები არის განსაზღვრული, ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშაოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, „ახლა საკითხი დგას ასე - ვის სურს ევროპა? - ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას, ევროპა, რომელიც გულისხმობს თანხმობას, ევროპა, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციულ დისკუსიას, კამათს, მაგრამ ამავე დროს დემოკრატიული დისკუსიის ფარგლებში დარჩენას და თანხმობისკენ სვლას“.

„ეს არის ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება. გუშინ მოვისმინე რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამოხმაურება და სამწუხაროა, რომ რადიკალურ დღის წესრიგშია დარჩენილი ზოგიერთი, თუმცა, ვნახოთ, ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ ისინი ამ პროცესს შემოუერთდნენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს. არჩევანი დღეს არის მარტივი, ის, ვისაც უნდა ევროპა, უნდა შემოგვიერთდეს ჩვენ ამ წამოწყებაში. თავისთავად, ვინც ჩვენ არ გვიერთდება, ევროკომისიის წინადადებებზე ჩანს რომ უარს აცხადებს. პლატფორმა არის პარლამენტი, თემები არის განსაზღვრული, ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშაოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს