ანონსი 3 ივლისი

3 ივლისს, 12:00 საათზე, 2022 წლის გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.
მის: თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ; დ. ჯაბიძის ქ. 38
3 ივლისს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერნეციაზე ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებულ ხედვას წარმოადგენენ.
მის: ჭოველიძის 4, ღია საზოგადოების ფონდი.
საკონტაქტო: ქრისტინა ფარჯიანი - 598 90 64 74
3 ივლისს, 13:00 საათზე, “შერატონ მეტეხი პალასში” გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საკონტაქტო: გიორგი თაქთაქიშვილი - 577 733 444
3 ივლისს, 19:00 საათზე, სამგორის რაიონში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კონცერტი გაიმართება.ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: დუეტი „ჯორჯია“, ქართული ხმები, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, „ფლეში“, გიორგი მეფისაშვილი, დათო ფორჩხიძე, ნინი ქარსელაძე, აჩი ფურცელაძე, ლიკა დოლიძე, კახა კუხიანიძე, გია ნიკოლაძე, ლეონი, მაია ყარყარაშვილი. ღონისძიებას წაიყვანს ნანიკო ხაზარაძე.
მის.: ქვემო სამგორი, გუმათჰესის ქუჩა №10, კორპუსის წინ მდებარე გუმათჰესის სკვერი.

























