„სირცხვილიას“ განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ წარდგენილი ინიციატივები ზედაპირულია და პროცესის გაჭიანურებას ემსახურება

მოძრაობა „სირცხვილიას“ შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინიციატივა და მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი გეგმა ზედაპირულია და არ არის მიმართული შინაარსზე. ამის შესახებ „სირცხვილია“ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მიღებისთვის სამუშაო ფორმატის შესახებ ხედვა უკვე წარუდგინა და დათანხმებისთვის ვადა 3 ივლისამდე განუსაზღვრა. ამასთან, „სირცხვილია“ აცხადებს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები მზად არიან, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგინონ კონკრეტული გეგმა კანონპროექტებისა და ჩამოყალიბებული ხედვის სახით.

„ვეხმიანებით პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის წინაპირობების 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ. ჩვენი შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ზედაპირულია და არ არის მიმართული შინაარსზე, რომელიც არსებითად გადაწყვეტს ევროკავშირთან დაახლოვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს. შემოთავაზებული გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ სამუშაო ფორმატზე, რაც პროცესის გაჭიანურებას ემსახურება და არა მოთხოვნების შესრულებას.

"ქართულ ოცნებას" შევახსენებთ, რომ საყოველთაო სახალხო მოძრაობამ, “შინ ევროპისკენ”, ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მიღებისთვის სამუშაო ფორმატის შესახებ ხედვა, ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების სახით, უკვე წარუდგინა და დათანხმებისთვის ვადა 3 ივლისამდე განუსაზღვრა.

საზოგადოებას კარგად ახსოვს მმართველი პოლიტიკური გუნდის არაერთი შეუსრულებელი დაპირება რეფორმების გატარების თაობაზე, რაც ბუნებრივად იწვევს უნდობლობას დაანონსებული სამუშაო ფორმატების მიმართ. ამ უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დღეების მოვლენები. კერძოდ, მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელახალი დანიშვნა, პროევროპული კამპანიის რეგიონული შეხვედრების აშკარად კოორდინირებული ძალადობისა და ჩაშლის მცდელობები „ოცნების“ პარტაქტივის მიერ, მედიაზე თავდასხმები, მკაფიოდ ანტიდასავლური გზავნილების გაგრძელება.

შექმნილ ვითარებაში, პროცედურული დაპირების ნაცვლად, მნიშვნელოვანია რეალური პოლიტიკური ნების ჩვენება და შინაარსობრივი გადაწყვეტილებების მიღება.

რაც შეეხება შინაარს:

შემოთავაზებული 12 პუნქტიანი რეკომენდაციები არ წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის და არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ იმ პრობლემებზე, რაზეც ევროკავშირის კომისიის რეკომენდაციებშია საუბარი. გარდა კრიტიკისა, სამოქალაქო სექტორი აქტიურად მუშაობდა ამ საკითხების ანალიზსა და პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. სამოქალაქო ორგანიზაციები მზად არიან, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგინონ კონკრეტული გეგმა კანონპროექტებისა და ჩამოყალიბებული ხედვის სახით, რომლის შემუშავებაშიც ჩართულია ფართო საზოგადოებრივი სპექტრი სხვადასხვა გამოცდილებითა და ექსპერტული ცოდნით.

ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ ხედვაში არის ბევრი საკითხი, რომელიც არ საჭიროებს სამუშაო ჯგუფებში განხილვას, არამედ მოითხოვს პოლიტიკურ ნებას და პასუხისმგებლობას, დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციას, რომ ეს ნაბიჯები გახდეს ქმედითი და არ დარჩეს ფასადურ შემოთავაზებად“,- ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან