საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, გუშინ, ღამის პერიოდიდან, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე ადიდებული მდ. რიონის გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო.