4 ივლისს, 08:00 საათზე, თბილისის N175-ე საჯარო სკოლაში (B კორპუსი) გახსნილ საგამოცდო ცენტრს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ეწვევა და საგამოცდო პროცესის მსვლელობას ადგილზე დააკვირდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე მედიისთვის კომენტარს გააკეთებს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
4 ივლისს, 12:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57.
საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24
4 ივლისს, 14.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
4 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას 7