მარნეულში მკვლელობა მოხდა - მამაკაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

მარნეულში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა მამაკაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, კერძოდ: 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა