ლუგანსკის გუბერნატორი - სევეროდენეცკში 8 000-მდე, ლისიჩანსკში კი 10 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება

ვინარჩუნებთ ლუგანსკის რეგიონის მცირე ნაწილის თავდაცვას. ასე რომ, ჩვენს სამხედროებს აქვთ დრო თავდაცვითი ნაგებობების ასაგებად, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ქალაქ სევეროდენეცკში 8 000-მდე, ლისიჩანსკში კი - 10 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა ქალაქი ლისიჩანსკი დატოვეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა