საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახალგორის გგს-ში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 5 ივლისს, ახალგორის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 5 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება მცხეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს შეუწყდება: ბაქაქურები, ირტოზა, ოძისი, ქსოვრისი, ჭაშა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

კომპანიის განცხადებით, “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა