თორნიკე რიჟვაძე - ვისაც არ ჰქონდა ნანახი "ლიბერასტების" პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი

ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი "ლიბერასტების" პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი, - ასე შეაფასა გუშინ თბილისში გამართული აქცია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არავინ აპირებს.

„გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდათ ნანახი "ლიბერასტების" პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ