ლევან იოსელიანი - ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება ძალიან მარტივია, თუკი ამის პოლიტიკური ნება იქნება

ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება ძალიან მარტივია, თუკი ამის პოლიტიკური ნება იქნება, მაგრამ მხარეებს შორის შეუთანხმებლობა, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება ისეთ სიძულვილის ენაშია გადათარგმნილი, რომ აღნიშნულ საკითხებზე კონცენტრირების შესაძლებლობას არ იძლევა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე - სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

იოსელიანის თქმით, არც 20 ივნისის და არც შემდგომ აქციებზე ადამიანები რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად არ გასულან. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ქუჩაში განსხვავებული პოლიტიკური გამოვლენის ადამიანები დგანან, რომელთაც საერთო მიზანი - ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აერთიანებთ.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ხალხს, რომელიც პერმანენტულად გამოდის ქუჩაში და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. ადამიანები გამოდიან და ძალიან მძლავრ სიგნალს უგზავნიან ხელისუფლებას, რომ არ მისცემენ ევროპული კურსიდან გადახვევის შესაძლებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გუშინდელი აქციაც ამის დამადასტურებელი იყო. მეორე საკითხია, რამდენად მზად არის პოლიტიკური კლასი იმისთვის, რომ ეს გზავნილი ხელისუფლებამდე იმდენად მძლავრად მიიტანოს, რომ შედეგი გამოიღოს. აქ არის პრობლემა. სამწუხაროდ, არც აქციის ორგანიზატორები და არც პოლიტიკური პარტიები ისეთ ფორმაში არ არიან, რომ ამ მუხტის ხელისუფლებამდე საკმარისად მიტანა შეძლონ. ამიტომ საბოლოო ჯამში, მოხდა ის, რომ აქცია დაიშალა", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა