სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლების „შამქორი 2022“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიმართა, სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

„სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“ აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ტარდება. ერთკვირიანი სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავს. „შამქორი 2022“ ეროვნული სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორის“ ტაქტიკურ კომპონენტს წარმოადგენს და მოსამზადებელ სწავლებათა ციკლის ნაწილია.

სწავლებაში აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, დასავლეთის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორამციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა