ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონი, რომელიც  ახალი საფინანსო ინსტიტუტების - მიკრობანკების გაჩენას ითვალისწინებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ახალი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების გაჩენას ითვალისწინებს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს მიკრობანკები იქნებიან საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედამხედველობას სრულად გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკი.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ახალი კანონპროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში არის შემუშავებული ეროვნულ ბანკთან ერთად, ეს არის მიკრობანკების საქმიანობის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ახალი საფინანსო ინსტიტუტების გაჩენას ითვალისწინებს ქვეყანაში. ეს მიკრობანკები იქნებიან საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედამხედველობას სრულად გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც სხვა ბანკებთან მიმართებით. უბრალოდ, მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს არის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა. მაგალითისთვის, თუ ბანკების შემთხვევაში არის 50 მილიონი ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო კომპანიების შემთხვევაში არის ერთი მილიონი ლარი, მიკრობანკის შემთხვევაში ეს იქნება 10 მილიონი ლარი. სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქციები იქნება შედარებით გამარტივებული, ვიდრე ეს ბანკებს აქვთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსების ძირითადი სეგმენტი არის მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობა. შესაბამისად, არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე ვისაც სურვილი აქვს, რომ მომავალში დარეგისტრირდეს, შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მიკრობანკის სტატუსი მიიღონ და უკვე გაზრდილი შესაძლებლობებით დააფინანსონ მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ ახალი დაკრედიტების შესაძლებლობები“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა