ანონსი 5 ივლისი

5 ივლისს, 11:00 საათზე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი საქმიანობის შესწავლის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.
ღონისძიებას დაესწრებიან ჰოლანდიის ელჩის მოადგილე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მის.: თავისუფლების მოედანი #4 ( სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში").
საკონტაქტო: მარიამ ჩიტიშვილი - 599 89 96 27
5 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები“.
მის.: ჯ. კახიძის ქ. #15.
5 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივნის, კახა ძაგანიას პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
5 ივლისს, 13:30 საათზე, ბათუმში, საზაფხულო თეატრის წინ, „ევროპული საქართველო“, „ტაბულა“, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში, ღონისძიება „ქართველი, მაშასადამე ევროპელის“ მოსაწვევებს დაარიგებენ.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599434308
5 ივლისს, 14:00 საათზე, GDI-ს („საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“) თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი და პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე გამართავენ ბრიფინგს.
თემა: GDI და ხატია დეკანოიძე საქართველოს პროკურატურას ხატია დეკანოიძის მიმართ უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ, ჩიხი II, N4-8, მე-2 სართული, ბინა 6.
საკონტაქტო: ნინო ერემაშვილი - 599 54 55 19.
5 ივლისს, 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტე.
მის: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი მე-5 შესახვევი.
5 ივლისს, 15:00 საათზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.
მის: ასათიანის ქ.9ა
5 ივლისს, 15:00 საათზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია/Media Advocacy Coalition საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავს.
თემა: მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრები ისაუბრებენ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების ხარვეზებზე.
მის: ორთაჭალა, გორგასლის #24
საკონტაქტო პირი: ნათია კაპანაძე - 555 795 776
5 ივლისს, 17:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის - „მედეას“ ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმის პრეზენტაციას დაესწრება.
საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაციას საზოგადოებას წარუდგენს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
მის: წყალტუბო, ყოფილი სანატორიუმი - „მედეა“.
5 ივლისს, 17:00 საათზე, საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
პარლამენტი, ჟიულის შარტავას სახ. დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).
5 ივლისს, 18:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, თანამედროვე ქართული მხატვრული კერამიკის გამოფენას „თიხის სივრცე" უმასპინძლებს.
მის: მარჯანიშვილის ქ.7

























