აკადემიაში გემის პირველი ქართველი ქალი მექანიკოსის, მარიამ გურგენიშვილის სწავლის საფასურს წელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დაფარავს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გემის პირველი ქართველი ქალი მექანიკოსის, მარიამ გურგენიშვილის სწავლის საფასურს წელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დაფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ავრცელებს.

საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს გამართულ ღონისძიებაზე გადაეცა.

„გემის მექანიკოსობის გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მივიღე. მიხარია, რომ ზუსტად ერთ წელში ამ მიმართულების პროფესიული დიპლომიც მექნება. ჩემთვის ქალისა და კაცის პროფესიები არ არსებობს და ამის დამტკიცებას ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ. მეზღვაურის პროფესიაში მთავარი მოთმინების უნარი და სიძლიერეა. სწორედ ამიტომ დავუკავშირე ჩემი პროფესია ზღვას, სადაც თავს ყველაზე ძლიერად ვგრძნობ“, - მარიამ გურგენიშვილი, გემის მექანიკოსი.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მხარდაჭერა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 2022-2023 სასწავლო წლისა და მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში მოქმედ სავალდებულო გადასამზადებელი კურსის (CES) დაფინანსებას მოიცავს.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ საქართველოში გემის ერთადერთი ქალი მექანიკოსი გვყავს. პირველივე კომუნიკაციისას დავრწმუნდით, რომ ამ საინტერესო პროფესიაში მისი განვითარებისთვის მხარი უნდა დაგვეჭირა. საჩუქარი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს გადავეცით. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა „ტოიტა ცენტრი ბათუმისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მარიამის პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია“, - მაკა სახვაძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ კომერციული დირექტორი.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის პირველი მექანიკოსი ქალის პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობას მომავალშიც გეგმავს.

ინფორმაციისთვის, „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად