გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, ქუჩაში აქციების შემდგომ საპარლამენტო ოპოზიციას რეგლამენტის ჩანაწერები გადაავიწყდა

როგორც ჩანს, ქუჩაში აქციების შემდგომ საპარლამენტო ოპოზიციას რეგლამენტის ჩანაწერები გადაავიწყდა - ის საკითხები, რაზეც რიგგარეშე სესია უნდათ მოიწვიონ, ჯერ კომიტეტზეა გასატანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება თუ სხვა საკითხები, ოპოზიციას შეუძლია სამუშაო ჯგუფის ან კომიტეტის ფორმატში დააყენოს, რომელიც უკვე ჩანიშნულია.

„მათ კარგად უნდა იცოდნენ, პარლამენტის წევრს არ სჭირდება არანაირი მიპატიჟება კომიტეტის სხდომაზე და სამუშაო ჯგუფებში, მეტიც, შეუძლია ალტერნატიული წინადადებებიც დააყენოს. ნებისმიერი საკითხი, ეს იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, თუ განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რაც არის 12- პუნქტიან გეგმაში, ჩვენ ვართ მზად, უნდა მობრძანდნენ სამუშაო ჯგუფის თუ კომიტეტის ფორმატში და დააყენონ თავიანთი საკითხები.

იმდენად გაზარმაცდნენ, სამუშაო ჯგუფებში და პარლამენტში სიარული აღარ უნდათ, თუ სესია არ ჩატარდა. სესიების შორის პერიოდში საპარლამენტო არდადეგები რომ ცხადდება, ეს პირადი არდადეგები არ არის, უნდა მოვიდნენ, იმუშაონ, ის საკითხები, რაზეც საუბრობენ და უნდათ მოიწვიონ რიგგარეშე სესია, ჯერ კომიტეტზეა გასატანი, ამათ რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ ქუჩიდან კანონპროექტი პირდაპირ სესიაზე შედის, ეს ასე არ არის. ბევრი ეტაპია, სანამ სესიაზე გავა კანონპროექტი, საპარლამენტო ოპოზიციამ ეს კარგად უნდა იცოდეს, რომ როცა სამუშაო პროცესში დაანახებ საზოგადოებას, რომ მზად ხარ, ამის შემდეგ შეიძლება იზრუნო სესიაზე", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს