გივი მიქანაძე - დეპოლარიზაციის კუთხით ველოდებით ნაბიჯების გადმოდგმას ოპოზიციის მხრიდან, რაც გახდება საფუძველი, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შემდეგ ვიფიქროთ საკონსტიტიციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანაზე

დეპოლარიზაციის კუთხით ველოდებით ნაბიჯების გადმოდგმას ოპოზიციის მხრიდან, რაც გახდება იმის საფუძველი, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ საკონსტიტიციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანაზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძე რიგგარეშე სესიის მოწვევაზე ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და ის მოუმზადებელ და ნაჩქარევ ინიციატივად შეაფასა.

"რაც შეეხება რიგგარეშე სესიებს, ეს არის მოუმზადებელი და ნაჩქარევი პოზიცია მათი მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ პოზიციები არ არის განხილული, შეჯერებული, ამიტომ რიგგარეშე სესიების ჩატარების არანაირ საფუძველს ახლა ვერ ვხედავ. სამოქმედო გეგმაში, რომელიც მმართველმა გუნდმა წარმოადგინა, აბსოლუტურად ყველა კომპონენტთან მიმართებით მარტივად არის შესაძლებელი საშემოდგომო სესის პერიოდში ყველა საკითხის გადაწყვეტა. ამიტომ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ ივლისი და აგვისტო მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში პოზიციები შეჯერდეს,"- განაცხადა მიქანაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიქანაძე აცხადებს, რომ 12-პუნქტიან გეგმასთან მას კავშირი არ აქვს.

"ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნა არანაირ კავშირში არ არის 12-პუნქტიან მოთხოვნებთან. საარჩევნო თემებთან დაკავშირებით იქ არის ცალკე პუნქტი და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო საუბარი, გარწმუნებთ, ეს საკითხი ასახული იქნებოდა იქ და ეწერებოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მიიღოთ, რომელიც ბარიერის დაწევასთან არის დაკავშირებული. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენმა გუნდმა ერთი წლის წინ საშემოდგომო სესიაზე გამოხატა პოლიტიკური ნება, როდესაც პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ამ ცვლილებებს. ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ პროცესი გაგრძელდეს, თუმცა, სწორედ პირველი პუნქტიდან გამომდინარე, დეპოლარიზაციის კუთხით ველოდებით შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმას ოპოზიციის, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და ამ ნაბიჯების გადმოდგმა გახდება საფუძველი იმის, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ერთობლივად საკონსტიტიციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანაზე, ამჟამად ჩვენი მიზანი არის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება, სადაც ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები საკონსტიტუციო ცვლილებებზე,"- განაცხადა მიქანაძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს