„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრულად ბანკის მიერაა დაფინანსებული.

„დამსვენებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, გადავწყვიტეთ ახალი პროექტი წამოგვეწყო. იდეის სისრულეში მოყვანაში კი, „საქართველოს ბანკი“ გვეხმარება. მათთან პარტნიორობით დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომელიც ბაკურიანში დამატებით კოტეჯის მშენებლობას გულისხმობს. ძალიან მალე, სასტუმრო პირველ დამსვენებელს უმასპინძლებს“, - აცხადებს სასტუმროს ხელმძღვანელი, ნანული მაღრაძე.

„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში. „საქართველოს ბანკის“ მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტ მსგავს ინიციატივას დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს