„თიბისი“ ლიზინგის მხარდაჭერით, Mouth Melters Group-მა შოკოლადის საწარმო სრული დატვირთვით აამოქმედა

„თიბისი“ ლიზინგის მხარდაჭერით Mouth Melters Group-მა შოკოლადის საწარმო სრული დატვირთვით აამოქმედა.

„თიბისის“ ინფორმაციით, „ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის“ დამფუძნებლებმა, ერეკლე და გიორგი ლოლაძეებმა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ღვინის მარნის გვერდით, საკუთარი შოკოლადის სახელოსნო-საწარმო გახსნეს, სადაც შოკოლადის პატარა ქვევრებს ამზადებენ. საწარმოში 10-მდე ადამიანი დასაქმდა. ნედლეულს ბელგიური შოკოლადი წარმოადგენს, წარმოებისა და ბიზნესსაქმიანობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები კი, „თიბისი“ ლიზინგის მხარდაჭერით შეიძინეს.

„ქვევრი არამატერიალურ კულტურის ძეგლად არის აღიარებული, ჩვენს ქვეყანაში ქვევრი საკმაოდ პოპულარულია და მას აქტიურად გამოიყენებენ მეღვინეობაში და რადგან შოკოლადი მეტად მოთხოვნადი პროდუქტია, გადავწყვიტეთ, რომ „შოკოლადის ქვევრი“ საინტერესო პროდუქტი იქნებოდა. იმისთვის, რომ ეს ამბიციური იდეა განგვეხორციელებინა წარმოება აუთსორსზე დავიწყეთ, თუმცა მოთხოვნა ნამდვილად აჭარბებდა მიწოდებას და დღიური 150-200 ცალი შოკოლადის ქვევრი ვეღარ აკმაყოფილებდა მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი საწარმო შეგვექმნა და ინვესტიციის გარდა, საიმედო პარტნიორი მოგვეძიებინა“, - აცხადებს Mouth Melters Group-ის თანადამფუძნებელი ერეკლე ლოლაძე.

„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ქართული წარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაზე ვაკეთებთ. დაფინანსების ის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანია Mouth melters შევთავაზეთ, კომპანიას უთავისუფლებს ფულად რესურსს საქმიანობის განვითარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ ბაზრებზე, შოკოლადის ქვევრები აქტიურ გაყიდვაში ჩაეშვება“, - განაცხადა „თიბისი“ ლიზინგის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსმა თეკლა რობაქიძემ.

„ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის“ წარმომადგენლებმა და ახლა უკვე „შოკოლადის ქვევრის“ იდეის ავტორებმა 2019 წელს წარმოება აუთსორსზე დაიწყეს, პანდემიის პერიოდში კი პროცესი სრულად შეჩერდა. დღეისთვის Mouth Melters-ის 6 სახის რძიანი, 54.5%-იანი და 70.5%-იანი შავი და სხვადასხვა შიგთავსის მქონე შოკოლადის შეძენაა შესაძლებელი, მომავალი წლიდან კი მწარმოებელი ასორტიმენტის გაზრდას აანონსებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს