საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სემინარი - „იმანუელ კანტის ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისი“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, მუდმივმოქმედი ინტერდისციპლინური სემინარის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა თემაზე - „იმანუელ კანტის ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისი“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სემინარს, რომელიც ონლაინ ფორმატში წარიმართა, სტუ-ის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ნიკლაუს ლარგიერი უძღვებოდნენ. განხილვის თემა იყო იმანუელ კანტის ანთროპოლოგიური, კულტურ-მეცნიერული ნაშრომი - „ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისი“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები: მარიამ ხაზარაძე, გიორგი კაშიბაძე და ნათია ფოფხაძე; სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის მეცნიერ-მკვლევრები: ქეთევან რჩეულიშვილი, ირაკლი თაბორიძე, დავით გალაშვილი და ლევან შატბერაშვილი; ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი მედეა შაფათავა და ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: ხატია კვარაცხელია და მარიამ ჯიჭონია.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღიაა, როგორც რეგიონული, ისე ინტერნაციონალური კოლაბორაციისთვის, რაც თანამედროვე აკადემიური სივრცის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მისი თქმით, უნივერსიტეტის მიზანია, საზოგადოებრივად მნიშვნელად აქტორად ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, მსგავსი ინტერნაციონალური სემინარებისა და მოხსენებების ჩატარება ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გენერირებას, არამედ თავისუფალი საზოგადოების ფორმირებასაც.

„იმანუელ კანტის ტექსტის მნიშვნელობა და გავლენა საკმაოდ დიდია თანამედროვე მეცნიერებისათვის, რადგან ის მოიცავს, როგორც ფილოსოფიურ, ისე ისტორიულ და ანთროპოლოგიურ ხედვებს ადამიანის, როგორც თავისუფალი არსების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. ადამიანის მთავარი არსის - თავისუფლების - კანტისეული გააზრება დღესაც აქტუალურია და მისი მნიშვნელობა მით უფრო თვალნათელია, რამდენადაც იგი ადამიანთა შორის თანასწორი ურთიერთობის, რელიგიურობის, სეკულარული სახელმწიფოს იდეის თანამედროვე გააზრების საფუძველია. ამ ტექსტის განმანათლებლური ხასიათი სწორედ ის მომენტია, რაც მას ანიჭებს იმ უნივერსალურ მნიშვნელობას, რაზეც დაფუძნებულია თანამედროვე დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოების ღირებულებები, კერძოდ, ადამიანის ღირსების თვითკმარობის და თანასწორობის ღირებულებები. ჩვენი უნივერსიტეტის მიზანია, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი აქტორი იყოს, ამიტომ, ამგვარი ინტერნაციონალური სემინარების და მოხსენებების ჩატარება მიზნად ისახავს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გენერირებას, არამედ თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ უნივერსიტეტი ღიაა, როგორც რეგიონული, ისე ინტერნაციონალური კოლაბორაციისთვის, რაც თანამედროვე აკადემიური სივრცის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია და მის წარმომადგენლებს მუდმივად აძლევს შესაძლებლობას, თანამედროვე დასავლური კვლევითი გამოცდილების თანაზიარი იყოს“, - განაცხადა სტუ-ის პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, მუდმივმოქმედი ინტერდისციპლინური სემინარის ჩატარებას ორგანიზებას უწევენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი სამეცნიერო კლასტერი - „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“, ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა