ბექა ნაცვლიშვილი - ფართო მხარდაჭერა, რაც „ოცნებას“ აფიქრებინებდა, რომ მისი ბოლო მომენტი დადგა, ქუჩის აქციებს არ აქვს, რადგან ძალიან ეკლექტურია - იქაა სამოქალაქო საზოგადოება, „ენჯეო“ წვრილბურჟუაზიის წარმომადგენლები

თუ საქმე გადაყენებაზე მივიდა, ასე ხელისუფლებას არავინ დათმობს და ეს გამოიწვევს ძალიან დიდ რყევებს ქვეყნისთვის იმ განსაკუთრებულ ვითარებაში, რაშიც ვიმყოფებით. მგონი, ილუზია არავის აქვს, რომ „ოცნება“ ადგება და ხელისუფლებას დათმობს, ან ვინმე გადააყენებს ამ ქუჩის აქციებით , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ბექა ნაცვიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, აქციას „შინ ევროპისკენ“ ის ფართო მხარდაჭერა არ აქვს, რაც „ქართულ ოცნებას“ აფიქრებინებს, რომ მისი ბოლო მომენტი დადგა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ვიდრე „ქართულ ოცნებაზე“ მორალურად გარყვნილი პოლიტიკური პარტიები ოპოზიციაში იქნებიან, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ვერ დაამარცხებენ“.

„ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვუყუროთ სახელმწიფოებრივად. აქედან გამომდინარე, [ხელისუფლების] გადადგომაზე საუბარი არ უნდა იყოს. წნეხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი, რომ 6 თვეში გაკეთდეს ის, რაც გასაკეთებელია, მაგრამ გადადგომა სხვა საკითხია, 6 თვეში რა უნდა გაკეთდეს, - სულ სხვა. თუ საქმე გადაყენებაზე მივიდა, ასე ხელისუფლებას არავინ დათმობს და ეს გამოიწვევს ძალიან დიდ რყევებს ამ ქვეყნისთვის იმ განსაკუთრებულ ვითარებაში, რაშიც ვიმყოფებით. მგონი, ილუზია არავის აქვს, რომ „ოცნება“ ადგება და ხელისუფლებას დათმობს, ან ვინმე გადააყენებს ამ ქუჩის აქციებით. ამ აქციებს ფართო მხარდაჭერა, რომ ჰქონდეს, კი, რადგან ბევრი ხალხი მიდის, ევროპის იდეას მხარს უჭერს, თუმცა, ფართო მხარდაჭერა, რაც „ოცნებას“ აფიქრებინებდა, რომ მისი ბოლო მომენტი დადგა, არ აქვს, რადგან ძალიან ეკლექტური არის ეს აქციები; იქაა სამოქალაქო საზოგადოება, „ენჯეო“ წვრილბურჟუაზიის წარმომადგენლები, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოებას ვერ დავარქმევ, რადგან „ენჯეოები“ ჩვეულებრივ ნომენკლატურაა. იქ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თითქოს არ რჩებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არიან. სანამ „ქართულ ოცნებაზე“ მორალურად გარყვნილი პოლიტიკური პარტიები ოპოზიციაში იქნებიან, „ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებენ, ვერც მთავრობას გადააყენებენ და ვერც ვერსად გაუშვებენ“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ზოგს ევროკავშირში გაწევრიანება რაღაც ოთახი ჰგონია, სადაც შესაძლებელია შეხვიდე და კარგად იცხოვრო.

„მე ისეთი სისულელეები მოვისმინე, რომ ევროკავშირში თუ შევალთ, უკეთესი საპენსიო სისტემა გვექნება, უკეთესი ჯანდაცვა. ვიღაცამ თქვა, რომ უკეთესი ხელფასები გვექნებაო. რაც მე ამ საკითხებზე მაქვს ნაბრძოლი, ერთი იმ ადამიანის კნავილი არ გამიგია, რომ ხელფასები გამოსწორებულიყო, აბსურდული საპენსიო სისტემა, რომელიც მიიღეს, იმისთვის მაინც გაეწიათ წინააღმდეგობა. ეს როგორ არის, ხალხს უთხრა, რომ ევროკავშირი კარგია?! ვიღაცას ოთახი ჰგონია ეს ევროკავშირი, შეხვალ იქ და კარგად იცხოვრებ“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე