ლევან ბეჟაშვილი - მთავარია, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური ოპოზიციის კოორდინაცია იყოს უნისონში - ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შეასრულოს  მოთხოვნები

მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ამ მოთხოვნებს შეასრულებს, არ მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საზოგადოების ერთსულოვანი მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა საინტერესო იყო, რადგან მათგან მოისმინეს ხედვა, რომელიც აღნიშნულ საკითხს უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. საპარლამენტო ოპოზიციამ მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციების 12 ნაბიჯი, ხედვა, როგორ უნდა მიიღოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. კანონპროექტების მიღება არის აუცილებელი ამ გზაზე და ბუნებრივია, ეს ნაბიჯები ჩემთვის ცნობილია, ბევრი მათგანი უკვე ინიცირებულია, ბევრი მათგანის ინიცირებაში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო დონეზე. მთავარია, სამოქალაქო საზოგადოების და პროდასავლური ოპოზიციის კოორდინაცია მიმართული იყოს უნისონში. ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შეასრულოს ეს მოთხოვნები, შესაბამისად, უზრუნველყონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ამ მოთხოვნებს შეასრულებს, არ მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საზოგადოების ერთსულოვანი მხარდაჭერა ამ მოთხოვნების შესრულებაში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობის დაწყებას, როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, დაესწრება თუ არა ამ სხდომებს.

მისი თქმით, პარტია საპარლამენტო ფრაქციებთან ცალკეულ შეხვედრებს გამართავს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება.

„7 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარის შემოთავაზება ცოტა უცნაური მგონია, მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ შევასრულოთ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით გათვალისწინებული პუნქტები, საუბარი მხოლოდ დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით შეთანხმებაზეა, მონიტორინგის ჯგუფის შექმნაზე, რომ ოპოზიციამ შეწყვიტოს მთავრობის კრიტიკა და ლანძღვა, მხოლოდ ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, სხვა პუნქტების შესრულებაზე საუბარი, ეს იმთავითვე არასწორი შეთავაზება არის. უნდა ვისაუბროთ სხვა პუნქტებთან ერთად, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამ საკითხზე ჩვენ გვექნება ცალკე კონსულტაციები საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებთან და ხვალინდელი დღისთვის უკვე ცნობილი იქნება ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა