მედეა ჯანიაშვილი - წყალტუბო აუცილებლად შეძლებს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც თავისთავად აისახება შემოსავლებში, რაც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

სამედიცინო, სამკურნალო ტურიზმი ერთ-ერთი ისეთი ტურისტული პროდუქტია, რომლითაც მსოფლიო ინტერესდება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა წყალტუბოში, დაგეგმილ საინვესტიციო პროექტთან – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჯანიაშვილი განმარტავს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია, სრულად იქნეს ათვისებული ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ამ მხრივ წყალტუბოს უნიკალური შესაძლებლობების ათვისებას დიდი ყურადღება დაეთმობა, რადგანაც კურორტი კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას შეძლებს.

„ჩვენი მიზანია სრულად გამოვიყენოთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ყველაზე კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების განვითარებას ხელი შევუწყოთ. სამედიცინო, სამკურნალო ტურიზმი ერთ-ერთი ასეთი ტურისტული პროდუქტია, რომლითაც მსოფლიო ინტერესდება, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოს უნიკალური შესაძლებლობები სრულად იქნას ათვისებული. ეს კურორტი თავისი უნიკალური მდებარეობიდან, ბუნებრივი, სამკურნალო რესურსებიდან გამომდინარე განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეძლებს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც თავისთავად აისახება შემოსავლებში და ეს ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო