23-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნებისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP-T) შენარჩუნებისა და მზადყოფნის ფაზების გავლის შემდეგ, ოთხკვირიანი პროგრამა დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა სამი ეტაპისაგან შედგებოდა და სამეთაურო საშტაბო სწავლებას (CPX), საველე სწავლებასა (FTX) და საბრძოლო სროლებს მოიცავდა (LFX). საჩვენებელ სწავლებაზე 23-ე ქვეითმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის მობრუნების, აღკვეთისა და ობიექტზე რეიდის ჩატარების ოპერაციები განახორციელა. საჩვენებელ სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.

მათივე ცნობით, სამხედრო წვრთნები მიზნად ისახავდა 23-ე ქვეითი ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ინსტრუქტორებისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დამკვირვებლების შეფასებით, 23-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნებისა და შეფასების პროგრამა წარმატებით გაიარა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია