პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 96%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 96%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

NAEC შეახსენებს გამოცდების ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.

“ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიაზე მასწავლებლები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას ჩააბარებენ, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები კი გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით გაივლიან ტესტირებას. გამოსაცდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი - 15:00 საათზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდების ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად არის აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა