ციფრული ბანკის კამპანიის ფარგლებში „თიბისიმ“ მეორე ვიდეორგოლი გადაიღო

ციფრული ბანკის კამპანიის ფარგლებში „თიბისიმ“ მეორე ვიდეორგოლი გადაიღო, რომელზეც „თიბისის“ გუნდმა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ და საწარმოო კომპანია „ენკენი ფილმსთან“ ერთად იმუშავა. ამის შესახებ იფრომაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიდეორგოლი იმაზე გვიყვება, თუ როგორი მარტივია ციფრული ბანკის გამოყენება, როგორ შეგიძლია შენით შექმნა გარემო, რომელშიც ბედნიერი ხარ, ხელი მოკიდო საქმეს, რომელიც გახარებს; დაუღალავად იმუშაო შენი მიზნების მისაღწევად და ყოველთვის გააკეთო ის, რითიც იამაყებ.

„თიბისი“, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს ციფრული ბანკის განახლებასა და გაუმჯობესებაზე.“ თიბისის“ მომხმარებლებს ციფრული ბანკის დახმარებით ცხოვრების გამარტივება ყოველდღიურად შეუძლიათ. „თიბისის“ ციფრულ ბანკის აპლიკაციაში სხვადასხვა ფუნქციონალი და მომსახურება ერთადაა თავმოყრილი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან შევასრულოთ ფინანსური ოპერაციები.

კომუნალურების დაჯგუფება და გადახდა, თანხის გადარიცხვა (მათ შორის, ანგარიშის ნომრით, მობილურის ნომრით, პირადი ნომრით, IBAN სკანერით), ტელეფონის ბალანსის შევსება, უცხოური ვალუტის კონვერტაცია - ციფრული ბანკის ფუნქციონალების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს „თიბისის“ ათასობით მომხმარებელი.

ციფრული ბანკის კამპანიის ფარგლებში „თიბისიმ“ მეორე ვიდეორგოლი გადაიღო, რომელზეც „თიბისის“ გუნდმა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ და საწარმოო კომპანია „ენკენი ფილმსთან“ ერთად იმუშავა. ვიდეორგოლი იმაზე გვიყვება, თუ როგორი მარტივია ციფრული ბანკის გამოყენება, როგორ შეგიძლია შენით შექმნა გარემო, რომელშიც ბედნიერი ხარ, ხელი მოკიდო საქმეს, რომელიც გახარებს; დაუღალავად იმუშაო შენი მიზნების მისაღწევად და ყოველთვის გააკეთო ის, რითიც იამაყებ.

ნახეთ ციფრული ბანკის კამპანიის მორიგი ვიდეო აქ.ახლა შენით

2019 წელს „თიბისის“ მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა Global Finance-მა, რის შემდეგაც აპლიკაციის გაუმჯობესებაზე და რედიზაინზე პროფესიონალთა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები დაუღალავად მუშაობენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა