მეტეხის ხიდზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა იცვლება

თბილისში, მეტეხის ხიდზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა იცვლება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხიდზე მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე დაკეტილი იყო, გაიხსნება და ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ.

„ხიდის ერთი ნაწილი, ნახევარი მონაკვეთი ჩაკეტილი იყო, სადაც უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და დღეს უკვე ვიწყებთ ხიდის მეორე ნაწილის განახლების სამუშაოებს. ხოლო, ის ნაწილი, რომელიც დაკეტილი იყო, გაიხსნება და ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი გახდება და გადავალთ მეორე მხარეს, სადაც ანალოგიურ სამუშაოებს ვიწყებთ. ამ პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები მთლიანად განახლდება და მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამაგრდება ფასადები, თაღები, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის შეცვლის გარეშე იქნება რეაბილიტირებული და შენარჩუნებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა