„ჯივიპი“, 7 ივლისს, ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

7 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 ივლისს, 13:00 საათიდან 8 ივლისის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის N37-65; N40-90, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, კაჩინსკის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბორშიკის, ზახაროვის, დოლაბაურის, პატარძეულის, კაკულიას, უჯარმის, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის, გელოვანის და ახვლედიანის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს