შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სექტორ „სამებას“ (N2 სამმართველო - ახალციხე) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ მოადგილესთან, პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავასთან ერთად უმასპინძლა.

„ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნიკოლოზ შარაძემ პარლამენტის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო, სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის საკითხებზე ისაუბრა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა