ილია ღუდუშაური „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს ჰენრი ბლუმბერგს, სებასტიან განიეს და რასელ კემპკერს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სამედიცინო ჰოლდინგის სექტორში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„როგორც ილია ღუდუშაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, იგეგმება სამედიცინო ჰოლდინგისა და ტუბერკულოზის ცენტრის კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერება, სამეცნიერო კვლევების მიმართულებით გააქტიურება. მისი თქმით, ამ პროცესებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც საქართველო-ემორის ტუბერკულოზის (TB) კვლევის სასწავლო პროგრამა გაიარეს.

პროგრამის ფარგლებში, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ორმოცამდე ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი „ემორის უნივერსიტეტის“ სტიპენდიატი გახდა, მათ წინასადოქტორო და სადოქტორო სემესტრების სრული კურსი ტუბერკულოზის სფეროში აქტიური კვლევების მიმართულებით უკვე გაიარეს.

შეხვედრას, ესწრებოდნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ლადო შელია და ჰოლდინგის მართვაში შემავალი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს