დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემია-Advance HE აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) აკადემიის სრულ წევრობას ეხმაურება

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემია-Advance HE აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) აკადემიის სრულ წევრობას ყოველთვიურ გაზეთში ეხმაურება, როგორც პირველი უნივერსიტეტი საქართველოდან, რომელიც დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აკადემიის სრული წევრი გახდა და აღნიშნულ ინფორმაციას ასევე, აკადემიის ვებ-გვერდზეც აქვეყნებს.

იან ჰოლი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის-Advance HE საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი: ,,ჩვენ მოუთმენლად ველით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კოლეგებთან მუშაობას. კერძოდ, ჩვენ ვითანამშრომლობთ სწავლა სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად პროფესიული სტანდარტების ჩარჩოს გათვალისწინებით. უნივერსიტეტი შეუერთდა უმაღლესი განათლების გლობალურ საზოგადოებას, რომელიც ემსახურება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რათა აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა მიიღონ საუკეთესო გამოცდილება“

კახაბერ ლაზარაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU)-ს რექტორი: „ჩვენ მოხარულნი ვართ და ვამაყობთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გახდა პირველი უნივერსიტეტი საქართველოდან, რომელმაც მოიპოვა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის-Advance HE სრული წევრობა. აკადემიის წევრობა გვაძლევს სწავლა- სწავლების ხარისხის და პერსონალის აკადემიური მიმართულებით განვითარების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სწრაფ და მნიშვნელოვან პროგრესს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციისაკენ“.

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემია-Advance HE მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი ფართო და ყოვლისმომცველი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 400-მდე წევრ ორგანიზაციას, მათ შორის კვლევით ცენტრებს დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა