მარიამ ქვრივიშვილი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მზარდია

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მზარდია, რაც სექტორის შემოსავლებზე დადებითად აისახება - ამ ქვეყნების მოგზაურები მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა 2022 წლის ტურისტული სექტორის აღდგენის დინამიკა.

მისივე თმით, ივნისში ტურისტული ვიზიტები 64 პროცენტით აღდგა.

„საქართველოში ტურიზმის აღდგენა დადებითი დინამიკით გრძელდება. ივნისში ტურისტული ვიზიტები 64 პროცენტით, ხოლო მაისის მაჩვენებლების ტურიზმიდან შემოსავლები 96 პროცენტით აღდგა.

ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოებს, რაც ეხმარება ქვეყანას, ტურიზმის სექტორი სწრაფად აღადგინოს, მათ შორის, უფრო მეტი ავიაკომპანია მოვიზიდოთ, რომ სამიზნე ქვეყნებთან მეტი პირდაპირი რეისი გვქონდეს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა