საქართველომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში Global Youth Tourism Summit მონაწილეობა მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში Global Youth Tourism Summit მონაწილეობა მიიღო.

მათივე ცნობით, გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში საქართველოს სახელით, სვანეთის რეგიონში, უშგულში მცხოვრები 17 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანმა იყო წარმოდგენილი.

„60 ქვეყნის ახალგაზრდა იტალიაში, ქალაქ სორენტოში, რამდენიმე დღის განმავლობაში ტურიზმის განვითარების ხედვას განიხილავდა.

სამიტზე ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის მასტერკლასები ჩაუტარდათ. ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება სპეციალური სტუმრის და საპატიო ელჩის სტატუსით მოწვეულმა ცნობილმა ფეხბურთელმა, დიდიე დროგბამ გაუზიარა.

შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან ჰქონდათ.

სამიტის ფარგლებში მაღალი რანგის მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული დაესწრო.

სამიტი რომის პაპის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას სოფი ლორენმა მიმართა. ღონისძიების ფარგლებში სადისკუსიო პლატფორმებზე ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სფეროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა განიხილეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო