გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, 7 ივლისს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეეზღუდება: მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები, აგარაკი, ლისი და მიმდებარე სოფლებში.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: სელექცია, ახალუბანი, წილკანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში.
13:50 საათიდან 15:50 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, ბაგა, საკრამული, ყარსიმაანთკარი, ბაგიჭალა, ბაზალეთი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"