ანონსი 7 ივლისი

ანონსი 7 ივლისი

7 ივლისს, 11:00 საათზე, მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

7 ივლისს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია მიმართავს გენერალურ პროკურატურას, ყვარელში „ლელოს“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის, მისი და პარტიის სხვა ლიდერებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის შესახებ, გამოძიება დაიწყოს.

მის: ორთაჭალა. ვახტანგ გორგასლის ქუჩა 24

7 ივლისს, 11:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ორი კვლევის პრეზენტაციას მართავს:

თემა: მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა (2020-2021 წლების შეფასების ანგარიში);საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში (2020-2021 წლების შეფასების ანგარიში).

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ (პირველი რესპუბლიკის მოედანი 1)

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

7 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს კვლევის - „შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში - სამინისტროები და თვითმმართველი ქალაქები“ - პრეზენტაციას.

თემა: პრეზენტაციისას განხილული იქნება საქართველოს კანონმდებლობა, ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა, ასევე საჯარო დაწესებულებებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

მის: ჭოველიძის ქ. 4ა ქ. (ღია საზოგადოების ფონდის ოფისი).

7 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

7 ივლისს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია პერსონალური სანქციების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მის: მცხეთის ქ.49

7 ივლისს, 12:30 საათზე, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან, „ევროპული საქართველოს“, „ტაბულას“, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“, „თავისუფლების ინსტიტუტის“ და „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლები დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს 9 ივლისს ფილმის ჩვენების „ქართველი, მაშასადამე ევროპელისა“ და 10 ივლისს ექსპოზიცია „ბუჩამდე იყო აფხაზეთის“ მოსაწვევ ფლაერებს დაურიგებენ.

მის: ქუთაისი, მესხიშვილის თეტრი.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08

7 ივლისს, 12:30 საათზე, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში დამოუკიდებლობის თემაზე დაწერილი ესეების კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზ. #82, ვებსტერის უნივერსიტეტი

საკონტაქტო: მარიამ ბოჭორიშვილი - 599 34 50 05

7 ივლისს, 14:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ძმები ზუბალაშვილების ქ.11

7 ივლისს, 15.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

7 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ესპანეთის სამეფოს კონგრესის (ქვედა პალატის) საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე პაუ მარი-კლოსესთან და დელეგაციის წევრებთან.

ადგილი: პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული).

7 ივლისს, 16:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეხვედრა ესპანეთის სამეფოს კონგრესის (ქვედა პალატის) საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე პაუ მარი-კლოსესთან და დელეგაციის წევრებთან.

ადგილი: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

7 ივლისს, 17:00 საათზე, ბიზნეს-ცენტრში „მეფე დავითი“ მეცნიერთა კონგრესის და მეფუტკრეთა გილდიის პატრონაჟით, ბიზნეს-ცენტრის ხელმძღვანელთა მხარდაჭერით, მედიცინის, კულტურის, ხელოვნების, სპორტის მოღვაწეთა მონაწილეობით ახალი შინაარსით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტი: „საქართველო - თაფლის ცივილიზაციის ქვეყანა“ გრძელდება, რასთან დაკავშირებითაც გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, წარმოდგენილი პროდუქციის დეგუსტაცია და ამავე პროექტის ფარგლებში გაიხსნება სპეციალიზებული მაღაზია „ბრეტი -22“.

მის: მერაბ ალექსიძის 12; King David.

საკონტაქტო : გიორგი კეპაშვილი - 597 74 52 25