საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს დაქირავებულ პირთა რეგისტრაციის წესის შესახებ მომზადებული გზამკვლევი გააცნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გადასახადის გადამხდელების ინფორმირების გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ბაზრებსა და ბაზრობებზე განთავსებულ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (საერთო ჯამში 4 500 ობიექტი) მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა მეწარმე სუბიექტებს დაქირავებულ პირთა რეგისტრაციის წესის შესახებ მომზადებული გზამკვლევი დაურიგეს და მათთვის საინტერესო ინფორმაცია ადგილზე გააცნეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2021 წლის 1 თებერვლიდან, დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება სავალდებულოა.

დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (eservices.rs.ge) პირადი ავტორიზებული გვერდიდან შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე შეავსოს დაქირავებულ პირთა რეესტრი, სადაც მიეთითება დაქირავებული ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი).

აქვე განვმარტავთ, რომ დამქირავებელი პირის მიერ დაქირავებული ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა, იწვევს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსების წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 112-ე და 112-ე მუხლის 41-ე პუნქტით.

მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს, დაქირავებულ პირთა შესახებ, სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას. რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან და ის საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს