ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდება

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს “ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 7 ივლისს საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდება.

არსებული ინფორმაციით, პაპუაშვილი კოლეგებთან პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საკითხზე აპირებს საუბარს.

“ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ.

აღნიშნული ჯგუფის კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა