ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პორტუგალიაში ტურიზმის ფორუმში მონაწილეობა მიიღო

საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში, მადეირას რეგიონში “M&I VIP Connect Europe 2022” საქმიანი ტურიზმის წამყვან ფორუმში მონაწილეობა მიიღო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა. სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან: იტალიიდან, საფრანგეთიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და სხვა, 30-ზე მეტი საქმიანი შეხვედრა მოეწყო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა