ტექნოლოგიური კომპანია „თინეთი“ რვა წამყვან პლატფორმას გააერთიანებს

“თინეთი” “თიბისი” ჯგუფის წევრი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოსა და რეგიონში, რომელიც სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას გააერთიანებს და მომხმარებელს ონლაინ სერვისების მიღებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. “თიბისის“ ცნობით, აღნიშნული პლატფორმებია myauto.ge, vedoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge და swoop.ge.

„თინეთში“ შემავალ ციფრულ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70% - ია და ჯამში მთელი ქართული ინტერნეტ ტრეფიკის 40% უჭირავს.

„თინეთი“ მომხმარებელს 4 ძირითადი მიმართულებით შესთავაზებს პროდუქტებსა და მომსახურებას: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. მომავალში ეს მიმართულებები „სუპერ აპში“ მოიყრის თავს, რომლის შექმნის მიზანიც ადამიანების ყოველდღიურად გამოყენებადი, საჭირო სერვისების ერთ აპლიკაციაში გაერთიანებაა.

„ჩვენი მისია ტექნოლოგიური საშუალებებით ადამიანების ცხოვრების გამარტივება და ისეთი სერვისების და პროდუქტების შეთავაზებაა, რომლებიც დაუზოგავს მათ ფინანსებსა და დროს. „თინეთის“ შექმნაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. ჩვენი ამბიციაა, რეგიონში უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია გავხდეთ და ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით კიდევ უფრო გავუმარტივოთ მომხმარებლებს სასურველი მომსახურების მიღება,“ - განაცხადა „თინეთის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩუმაშვილმა.

ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა IT სფეროს წარმომადგენელია. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლების რაოდენობა 500 - მდე გაიზრდება, რითაც კომპანია IT სფეროში საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი გახდება.

საერთო ჯამში, „თინეთი“ აერთიანებს 8 ვებ-გვერდს და 5 iOS და ანდროიდ აპლიკაცის, ასევე იგეგმება ახალი პლატფორმების შექმნაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა