კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, ასევე, კიკეთი-კოჯრის მიმართულებაზე, ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, იუნკერთა ქუჩაზე, ასევე, კიკეთიდან კოჯრის მიმართულებით და პირიქით, ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი გზის მეწყრული მონაკვეთის რეაბილიტაციაა.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კიკეთისა და მანგლისის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია წყნეთის გავლით.

აღნიშნული ცვლილება ასევე, შეეხება N316 ავტობუსს, რომელსაც მარშრუტი დროებით შეეცვლება.

„კერძოდ, ავტობუსი კიკეთიდან კოჯრის ბატალიონის მიმართულებით იმოძრავებს, შემდეგ დაბა წყნეთის გავლით, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. უკუმიმართულებითაც გადაადგილდება შესაძლებელი იქნება აღნიშნული სქემით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს