ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ხელები დამჭკნარი, სახე კი 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს

საქართველის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სახეზე შავი ფერი აქვს, ხელები კი დამჭკნარი.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, სახე 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს.

"ძალიან ცუდად არის. შავი ფერი აქვს სახეზე, პიგმენტები, ხელები დამჭკნარი, სახე 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს. ძალიან რთული მდგომარეობაა. რაც შეეხება მკურნალობას, პირველ რიგში სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს, შემდეგ გადაწყვეტენ ექიმები სად უნდა უმკურნალონ. მე რა ინფორმაციაც მოვიძიე საქართველოში ასეთი დაავადებების მკურნალობა არ ხდება",- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა