KIU-ს მიურალები სტრიტ არტის მსოფლიო რუკაზეა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების მიერ KIU-ს სივრცეში შექმნილი ნამუშევრები მიურალების მსოფლიო რუკაზეა ასახული.მათივე ცნობით, ორი წლის განმავლობაში KIU-მ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტს და ღონისძიებას უმასპინძლა. სულ მოკლე პერიოდში განათლებისა და კულტურის ჰაბად ჩამოყალიბდა, რომელიც მნიშვნელოვან პროექტებს თავადაც უყრის საფუძველს და ასევე, როგორც სამეცნიერო, ისე სახელოვნებო ფესტივალებსა და ღონისძიებებს მასპინძლობს.

„სულ რაღაც ორი წელია, რაც საქართველოში ამიერკავკასიაში ერთ-ერთმა უდიდესმა საუნივერსიტეტო ქალაქმა - KIU-მ ფუნქციონირება დაიწყო. გახსნიდან მეორე წელს იგი უკვე ითვლება, როგორც რეგიონში ლიდერი და წამყვანი უნივერსიტეტი და სხვადასხვა რეიტინგის სათავეშია. საინტერესოა KIU-ს არა მხოლოდ პროგრამები, პროექტები და სტუდენტთა აკადემიური მიღწევები, არამედ ამა თუ იმ საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში მისი ჩართულობა.

გასულ წელს KIU მიურალების მსოფლიო რუკაზეც დაფიქსირდა. ამის მიზეზი 2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული მიურალების საერთაშორისო ფესტივალი KIU MURAL FEST გახლავთ. პროექტზე ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილი მუშაობდა. ფესტივალის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი მხატვრები საუნივერსიტეტო ქალაქს რამდენიმე თვით ესტუმრნენ და KIU-ს ფერადი შენობები და მასზე შექმნილი სივრცითი ნამუშევრები ღია ცის ქვეშ გადაშლილ გალერეად აქციეს.

მხატვრებს შორის, რომლებიც ქუთაისში მუშაობდნენ, არიან არტისტები გერმანიიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი და არაერთი ცნობილი კედელი აქვთ მოხატული. პროექტში ასევე, ქართველი ახალგაზრდა ხელოვანები იყვნენ ჩართულნი, რომელთა ნამუშევრებიც ასევე კამპუსის შენობების კედლებზე განთავსდა.

დღეს KIU-ს კამპუსში ვიზიტისას სტუმრებს საშუალება აქვთ, ისეთი უნიკალური და გამორჩეული კედლის მხატვრობა იხილონ, როგორიცაა:

1. „გოგონა კატით“ - მიურალი ცნობილმა სერბმა არტისტმა Artez-მა შექმნა. მასთან ერთად გერმანელი ხელოვანი KUBA მუშაობდა;

2. „მოაზროვნე და ბუმბული“ - ცნობილი ბერძენი მხატვრის Ino-ს ნამუშევარი გახლავთ;

3. „ნდობა“ - სტრიტ არტის საკმაოდ ინოვაციური და განსხვავებული ნიმუში გერმანელი მხატვრების გუნდმა Innerfields-მა შექმნა;

4. „ზრუნვა“ - ქართველი ახალგაზრდების - ირაკლი ქადეიშვილისა და ზვიად ესართიას მიერ შესრულებული ყველაზე ფერადი ნამუშევარია KIU-ს სივრცეში;

5. მონუმენტური მხატვრობა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცია გამოსახული - გერმანელმა მხატვარმა Case Maclaim-მა შეასრულა; ცნობილი ხელოვანის ნამუშევარი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია წარმოდგენილი და მის დასათვალიერებლად ტურისტებისთვის სპეციალური ტურებიც კი იქმნება.

6. „ცოდნის ძალა“ - მიურალზე ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა, გერმანელმა არტისტმა Matthias Mross-მა იმუშავა. ნამუშევარი დღეს სტუდენტების ფავორიტ ნამუშევრადაც კი ითვლება.

მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების მიერ KIU-ს სივრცეში შექმნილი ნამუშევრები მიურალების მსოფლიო რუკაზეა ასახული. ქუჩის მხატვრობის სანახავად საგანმანათლებლო ქალაქში არაერთი დამთვალიერებელი სტუმრობს. გასულ წელს აღნიშნული „ფერადი გალერიის“ შესახებ საერთაშორისო გამოცემებში არაერთი მასალა დაიბეჭდა, რამაც მიურალებით დაინტერესებული ვიზიტორების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

საქართველოში მოგზაურებს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში სტუმრობისას შესაძლებლობა აქვთ, იხილონ, როგორც ტექნოლოგიურად აღჭურვილი ულტრათანამედროვე კამპუსი, ისე მსოფლიოს წამყვანი ხელოვანების მიერ შესრულებული ნახატები

KIU-ს სტუდენტურ საცხოვრებლებზე განთავსებული ფერადი და გამორჩეული მიურალების ნახვა შესაძლებელია სტრიტ არტის საერთაშორისო პორტალზე street art cities : https://streetartcities.com/,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს