გლდანში, წყაროს ქუჩაზე სპორტული მოედანი ეწყობა

გლდანის რაიონში, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სრულიად ახალი სპორტული მოედანი ამჯერად, წყაროს ქუჩაზე, დაახლოებით, 350 კვ. მეტრ ფართობზე განთავსდება.

სამუშაოების დაწყებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო, მოსახლეობას შეხვდა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„გლდანის რაიონში ჯანსაღი და სპორტული წესის დამკვიდრების მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას განვაგრძობთ. მალე ჩვენს რაიონს კალათბურთის კიდევ ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი შეემატება. მათ შორის, წყაროს ქუჩაა, სადაც აქამდე მსგავსი სივრცე არ არსებობდა. იმედი მაქვს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა სპორტული სივრცით აქტიურად ისარგებლებს“, - განაცხადა ზურაბ ქაშიაშვილმა.

პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 94 304 ლარი დაიხარჯება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა