ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭერა კანონს, რომელიც რუსეთთან არსებულ საზღვარზე ბარიერის აშენებას დაუშვებს

ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭერა კანონს, რომელიც რუსეთთან არსებულ საზღვარზე ბარიერის აშენებას დაუშვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

Reuters-ის ცნობით, მზადყოფნის შესახებ კანონი ფინეთის პარლამენტში უმრავლესობის მიერ მიიღეს, რომელიც პარლამენტს საშუალებას აძლევს, დააჩქაროს კანონები იმ შიშის ფონზე, რომ რუსეთს, ფინეთის გეგმებზე, ნატო-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისთან დაკავშირებით საპასუხო რეაქცია ექნება.

ამასთან, კანონპროექტი ფინეთში თავშესაფრის მაძიებლებზეც ახდენს გავლენას, რადგან ის მთავრობას საშუალებას მისცემს, ფინეთის საზღვრებთან ბარიერები ააგოს და თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი ყველა განაცხადი მიმართოს ერთ ან რამდენიმე სასაზღვრო პუნქტზე, როგორიცაა აეროპორტი.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ