თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ლონდონში „სახმელეთო ომის კონფერენციას“ დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის - RUSI-ს მიერ ორგანიზებულ „სახმელეთო ომის კონფერენციას“ დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა პატრიკ სანდერსმა უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის განვითარების გეგმებსა და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე.

ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა გენერალ პატრიკ სანდერსს მადლობა გადაუხადა სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერისთვის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს