მიხაილო პოდოლიაკი - „დიდი ოცეულის“ შეხვედრა რუსეთის წარმომადგენლებისთვის სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს - ყველამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა

რას ელის უკრაინა „დიდი ოცეულის“ შეხვედრისგან? ლიდერობას და გადაწყვეტილებებს : კრემლის სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერს.

მისი განცხადებით, „დიდი ოცეულის“ შეხვედრა რუსეთის წარმომადგენლებისთვის სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს.

„რუსეთის წარმომადგენლებისთვის ინდონეზიის „დიდი ოცეულის“ შეხვედრა სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს. ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა“, - აცხადებს პოდოლიაკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა